ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ერაყს ახალი განცხადებით მიმართავს


თურქეთი ერაყს ახალი განცხადებით მიმართავს
თურქეთი ერაყს ახალი განცხადებით მიმართავს

ქურთი აჯანყებულები თურქეთის სამხრეთით ავტონომიის მოსაპოვებლად ბრძოლებს 1984 წლიდან აწარმოებენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ერაყის ხელისუფლებას მოუწოდა აღკვეთოს ერაყიდან ქურთი მებრძოლების გადმოსვლა თურქეთის ტერიტორიაზე.

დღეს, ანკარაში, გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელშიც თურქეთისა და ერაყის მხარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ მიესალმა ერაყის ინიციატივას ქურთული მუშათა პარტიის არაკანონიერად გამოცხადების შესახებ.

მან ასევე დასძინა, რომ თურქეთი მზადაა გაუმკლავდეს ჩრდილოეთ ერაყიდან წამოსულ საფრთხეს და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყველა საჭირო ზომები გამოიყენოს.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა - ჰოშიარ ზებარიმ, ასევე აღნიშნა, რომ ქურთი აჯანყებულების პროტესტი ქვეყნის ჩრდილოეთით ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ მის ქვეყანას, სამწუხაროდ არ შესწევს სათანადო ძალები საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

ქურთი აჯანყებულები თურქეთის სამხრეთით ავტონომიის მოსაპოვებლად , ბრძოლებს 1984 წლიდან აწარმოებენ. კოინფლიქტმა დაახლოებით 40,000 ადამიანი იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG