თურქეთში მიწისძვრის შემდგომი სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველები კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციას ცდილობენ, რომლის შედეგადაც 459 ადამიანი დაიღუპა და 1300-ზე მეტი დაშავდა. დღეს მაშველებმა 27 წლის ქალი გადაარჩინეს და ის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. თუმცა ხელისუფლების თქმით, ბევრი ადამიანის ცოცხლად ამოყვანის შანსები ნელნელა კლებულობს. მათი თქმით, ნანგრევებში ასობით ადამიანი რჩება. ისრაელის სამხედროებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა- დახმარება გაუწიონ დაზარალებულ თურქეთს, სადაც სპეციალური აღჭურვილობა ისრაელიდან უმოკლეს დროში ჩავა. თურქეთს დახმარება 90-მა ქვეყანამ შესთავაზა, თუმცა ჯერჯერობით ანკარამ მხოლოდ აზერბაიჯანის და ირანის დახმარება მიიღო. ასევე ანკარას 7500 კარავი და 22 ათასი საბანი მიაწოდა საერთაშორისო წითელმა ჯვარმა.
ამავე თემაზე
პოპულარული
1