ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბიუჯეტო ბატალიები შეერთებულ შტატებში


საბიუჯეტო ბატალიები შეერთებულ შტატებში
საბიუჯეტო ბატალიები შეერთებულ შტატებში

მოსალოდნელ სეკვესტრს ბევრი კანონმდებელი ეწინააღმდეგება

შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, 2013 წლიდან საშინაო პროგრამების და ეროვნული თავდაცვის ხარჯების შეკვეცა დაიწყება. გასულ კვირას კონგრესის ორპარტიულმა კომიტეტმა ფედერალური დეფიციტის შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო. კანონმდებლების ნაწილი აცხადებს, რომ მათ ბევრი ფედერალური პროგრამის შენარჩუნება სურთ. რა განწყობებია დანახარჯების შეკვეცასთან დაკავშირებით ამერიკელ პოლიტიკოსებში, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მაიკლ ბოუმანი არკვევდა.

წლის დასაწყისიში გადაწყდა, რომ ამერიკის ბიუჯეტის სეკვესტრი ანუ შემცირება 1,2 ტრილიონი დოლარით მოხდებოდა, თუკი სპეციალურად შექმნილი კომიტეტი ვერ მიაღწევდა შეთანხმებას დეფიციტთან დაკავშირებით 10 წლიანი პერიოდის მანძილზე. სუპერკომიტეტში შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. პრეზიდენტმა ობამამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა:

„ამ გზით თუ სხვაგვარად, ჩვენ დეფიციტს მაინც შევამცირებთ“

ეს კი ბევრი პროგრამის შეკვეცას ნიშნავს, დაწყებული სოფლის მეურნეობის სუბსიდირებიდან, ხანდაზმულთა სამედიცინო და ტრანსპორტირების ხარჯებით დამთავრებული. ასევე მოხდება თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი შეკვეცაც. მოსალოდნელ სეკვესტრს ბევრი კანონმდებელი ეწინააღმდეგება. დემოკრატების ნაწილი ინფრასტუქტურის და სხვა პროგრამების შემცირებას აკრიტიკებს. რესპუბლიკელები კი ამბობენ, რომ თავდაცვის ხარჯების შემცირება ქვეყნის უსაფრთხოებას დააზარალებს. კონგრესმენი ჰოვარდ მაკკეონი ამბობს:

„დეფიციტის შემცირებისთვის ეროვნული თავდაცვა ზიანდება“

თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა მოსალოდნელი რისკების შესახებ საუბრობს:

„თუკი სეკვესტრი მოხდება და შეკვეცები დაიწყება, ეს ჩვენ ეროვნულ თავდაცვას ზიანს მიაყენებს“

სეკვესტრი საბიუჯეტო მექანიზმია, რომელიც დანახარჯების პრიორიტეტულობას აუქმებს. პოლიტიკის ანალიტიკოსი ბრუს კატსი ამბობს:

„სეკვესტრის მცდელობა იგივე დამუნჯების სტრატეგიაა“

თუმცა, თეთრი სახლის პრესმდივანი ჯეი კარნი ამბობს, რომ სეკვესტრის მტკივნეული შედეგები აუციელებელი გარდაუვალობაა.

„ამის განხორციელებას კონკრეტული მიზანი აქვს და კონგრესმა მის მისაღწევად უნდა იმოქმედოს“

კონგრესმა კი შესაძლოა სცადოს ისეთი კანონის მიღება, რომელიც დანახარჯების შემცირებას დაბლოკავს. პრეზიდენტი ობამას თქმით, ბიუჯეტის ახალი გეგმა მისასალმებელი იქნება, თუკი ის დეფიციტის აღმოფხვრაზე იქნება მიმართული.

„კონგრესში ზოგიერთები უკვე ცდილობენ დანახარჯების შემცირების გეგმის დაბლოკვას. ჩემი გზავნილი მარტივია: არა. მე ნებისმიერ მცდელობას ვეტოს დავადებ.“

საბიუჯეტო ბრძოლა მომავალ წელსაც გაგრძელდება, როდესაც პრეზიდენტი ობამა და თითქმის მთელი კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების ბატალიებში იქნებიან ჩართული.

XS
SM
MD
LG