ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს კონგრესი საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას მოითხოვს


აშშ-ს კონგრესი საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას მოითხოვს
აშშ-ს კონგრესი საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას მოითხოვს

თავდაცვის კანონში ეს პუნქტი რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ინიციატივით შევიდა

შეერთებული შტატების კონგრესის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის კანონში ერთერთ პუნქტად საქართველოს შეიარაღების საკითხიც შევიდა. საქართველოსთვის იარაღით მომარაგების პუნქტი თავდაცვის ახალ კანონში რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ინიციატივაა.

კანონის 1242 პუნქტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრომ და ამერიკის მთავრობამ 90 დღის განმავლობაში უნდა ჩამოაყალიბონ გეგმა, რომელიც შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებას და სამომავლოდ იარაღის მიყიდვასაც ითვალისწინებს.

ახალი კანონის მიხედვით, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ასევე უნდა შეაფასოს საქართველოს თავდაცვის სისტემის საჭიროებები და ბოლო ორი წლის განმავლობაში იარაღის შესყიდვაზე გაკეთებულ მოთხოვნათა ნუსხა წარმოადგინოს.

კანონი ძალაში საბოლოოდ მას მერე შევა, რაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა კანონპორექტს ხელს მოაწერს.

XS
SM
MD
LG