ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფის გამოძიება გრძელდება


ამერიკაში უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფის გამოძიება გრძელდება
ამერიკაში უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფის გამოძიება გრძელდება

ინჟინრებმა წყლიდან ამოიღეს მოწყობილობა, რომელსაც აფეთქება თავიდან უნდა აეცილებინა. ეს მოწყობილობა გამოძიებაში ერთ-ერთ სამხილად იქნება გამოყენებული.

მექსიკის ყურეში "ბრიტიშ პეტროლიუმის" ჭაბურღილის აფეთქებასთან დაკავშირებული ვითარებების გამოძიება დღეს ახალ დონეზე გადავიდა. ინჟინრებმა წყლიდან ამოიღეს მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაც აფეთქების თავიდან აცილება იყო. აღჭურვილობა სიმაღლეში 15 მეტია და 300 ტონას იწონის.

წინასწარი მონაცემებით, სწორედ ამ მოწყობილობის გაუმართავობა შეიძლებოდა ყოფილიყო 20 აპრილს "ბიპის" ერთ-ერთ ჭაბურღილზე მომხდარი აფეთქების მიზეზი. შეგახსენებთ, რომ აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და მექსიკის ყურეში მილიონობით ტონა ნავთობი ჩაიღვარა.

XS
SM
MD
LG