ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფი დანებებას არ აპირებს


კადაფი დანებებას არ აპირებს
კადაფი დანებებას არ აპირებს

აუდიო მიმართვაში, რომელიც მოამარ კადაფიმ ჩაწერა და, რომელიც არაბული ქვეყნების ტელეარხებზე გავრცელდა კადაფი აცხადებს, რომ მისი მომხრეები უნდა გადავიდნენ პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკაზე.

მოამარ კადაფის თქმით ნატო სგანზრახული აქვს ლიბიის ოკუპაცია და რომ იგი, კადაფი ყველანაირად შეუშლის ხელს ლიბიიდან ნავთობის ექსპორტს. მის მშობლიურ ქალაქ სირტეს მან წინააღმდეგობის დედაქალაქ უწოდა და განაცხადა, რომ პირადად იგი და მისი მომხრეები არასოდეს დაყრიან იარაღს. ამ ფონზე პარიზში მიმდინარე შეხვედრაზე საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ სამხედრო ოპერაცია ლიბიაში გაგრძელდება იმდენ ხანს რამდენ ხანსაც საჭიროა, თუმც მათივე თქმით ამიერიდან ყურადღებას რეკონსტრუქციაზე გაამახვილებენ.

XS
SM
MD
LG