ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელები ყურანის დაწვას უპატიებელ შეცდომას უწოდებენ


ობამას მიერ ბოდიშს ავღანელი ხალხი არ იღებს. ბოდიშის ნაცვლად საბჭომ დამნაშავეთა საჯაროდ გასამართლება და დასჯა მოითხოვა.

ავღანელი სულიერი ლიდერები ნატოს ერთ-ერთ ბაზაზე ყურანების დაწვის ფაქტს გმობენ. მსგავსი განცხადებები, სავარაუდოდ, ძალადობისა და დაპირისპირების ახალ ტალღას წარმოქმნის ავღანეთში.

ულემას საბჭოს განცხადებით, მუსლიმთა წმინდა წიგნების დაწვა „დანაშაული“ და „არა-ადამიანური“ საქციელია. საბჭო ასევე აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნებისა და პრეზიდენტი ბარაკ ობამას მიერ მოხდილ ბოდიშს ავღანელი ხალხი არ იღებს. ბოდიშის ნაცვლად საბჭომ დამნაშავეთა საჯაროდ გასამართლება და დასჯა მოითხოვა.

ყურანის დაწვის შემდეგ ავღანეთში რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. სამართალდამცავებთან დაპირისპირების შედეგად დღემდე დაახლოებით 30 დემონსტრანტია მოკლული.

XS
SM
MD
LG