ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქებსა და ქურთებს შორის დაძაბულობა მატულობს


ამბოხებული ქურთების მუშათა პარტია დამოუკიდებელი ავტონომიისთვის იბრძვის.

თურქეთის სამხედრო ძალებსა და ქურთ ამბოხებულთა შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ ,თურქეთის მთავრობა ჩრდილოეთ ერაყში ქურთ ამბოხებულთა ბანაკების წინაააღმდეგ სასწრაფო ზომების გატარებას მოითხოვს.

უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე თურქეთმა ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან ,სადაც ამბოხებული ქურთების მუშათა პარტია ავტონომიისთვის იბრძვის, დამატებითი ჯარები გადააგზავნა. ამ კვირას კი თურქეთმა ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ქურთი მუშათა პარტიის ბაზები დაბომბა.

თურქეთის მთავრობის მცდელობა - 26წლიანი კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულებულიყო - სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.ქურთ მეამბოხეებთან შეტაკებისას კიდევ რამდენიმე ათეული თურქი ჯარისკაცი დაიღუპა .

ახლახანს თურქეთის არმიის სარდალმა, გენერალმა ილკერ ბასბუგმა ტელევიზიით განაცხადა,რომ თურქეთის მოთმინება ზღვარზეა და არავინ იცის დაძაბული მდგომარეობა როდემდე გასტანს.

ჩრდილოეთ ერაყში ამბოხებული ქურთი მუშათა პარტიის სამხედრო ბაზები უარყოფითად აისახება თურქეთ-ერაყის ურთიერთობებზეც .იძაბება ურთიერთობა თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორისაც.

ანალოგიური განცხადება გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი თქმით, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაბანაკებული ტერორისტული ორგანიზაცია თურქეთის სახელმწიფოს მუდმივ საშიშროებას უქმნის.

თურქეთის განცხადებით,ჩრდილოეთ ერაყში მდებარე კანდილის მთებს 4000 ქურთი მეამბოხე აფარებს თავს.

აღსანიშნავია ისიც,რომ თურქეთის მთავრობისა და სამხედრო შეიარაღების ოფიციალური პირთა მკაცრი განცხადებები, სრულად შეესაბამება თურქი მოსახლეობის ამბოხებულთა მიმართ დამოკიდებულებას.

პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით,თურქეთის მარცხს , ერაყის ტერიტორიაზე დაბანაკებულ ქურთ მეამბოხეებთან ბრძოლაში , ერაყის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთებიც ნაწილობრივ განსაზღვრავენ.

მიუხედავად იმისა,რომ ჩრდილოეთ ერაყელი ქურთები ქურთთა რეგიონალური მთავრობის დაქვემდებარებაში არიან,ანკარა ეჭვობს,რომ მათ თურქეთში მცხოვრებ ქურთებზე ერთგვარი გავლენა მაინც აქვთ.ამას თან ისიც ერთვის,რომ ორ ქვეყანაში მცხოვრებ ქურთ მასახლეობას შორის ურთიერთობა დიპლომატიურმა კავშირმაც გააძლიერა,აღსდგა სავაჭრო ურთიერთობები.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე ანკარამ ქურთების რეგიონალურ მთავრობას 240 ქურთი მეამბოხის გვარი გადაუგზავნა და მათი თურქეთისთვის გადაცემა მოითხოვა.თუმცა ქურთების რეგიონალური მთავრობის წარმომადგენლის საფენ დიზაის განცხადებით, ხელისუფლება ამბოხებულებს ვერანაირად ვერ აკონტროლებს.

ანკარა შეერთებული შტატებისგანაც მოელის მხარდაჭერას.თუმცა პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით,ნაკლებად სავარაუდოა,რომ ვაშინგტონმა თურქეთს ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განხორციელებაში დაუჭიროს მხარი.

მიუხედავად იმისა,რომ ამბოხებული ქურთები ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე არიან დაბანაკებულები,მათი უმეტესობა წარმომავლობით თურქეთიდან წამოსული ქურთია.

თურქეთის არმიის მთავარსარდლის განცხადებით, ქურთთა მუშათა პარტიის ამბოხებას სამხედრო ოპერაციები ვერ ჩაახშობს. საჭიროა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაც. ამიტომაც, ანკარა დღემდე იყენებს საერთაშორისო ანტიტერორისტულ კანონს და ქვეყანაში მცხოვრებ პროქურთული პარტიის წევრებს მუდმივად აპატიმრებს.

თუმცა ანალიტიკოსთა აზრით,თურქეთის მთავრობა 26 წლიანი კონფლიქტის მოგვარების მთავარ გზად - მაინც სამხედრო ოპერაციებს მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG