ამერიკის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იემენში ალ ყაიდას ფილიალის მიერ წარგზავნილი ტერორისტი, რომელსაც ამერიკული თვითმფრინავი უნდა აეფეთქებინა, სინამდვილეში ორმაგი აგენტი იყო.
აგენტმა შეაღწია ტერორისტულ ქსელში, მოიპოვა დაჯგუფების ლიდერების ნდობა და გაანდო სურვილი თვითმკვლელობის ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით.
როგორც ნიუ იორკ თაიმსმა განაცხადა, აგენტმა მოიპოვა ასაფეთქებელი მოწყობილობა და სასწრაფოდ დატოვა იემენი. იგი სავარაუდოდ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში აშშ-ს და საუდის არაბეთის სადაზვერვო სამსახურის აგენტებს შეხვდა. ამჟამად აშშ-ის ფედერალური სამსახური ასაფეთქებელ მოწყობილობას შეისწავლის.
ორმაგი აგენტის ვინაობა არ ხმაურდება.
.