საჰაერო თავდასხმისა და აფეთქებების შედეგად სამხრეთ იემენში 17 ალ ყაიდას წევრი გაანადგურეს.
ოპერაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც რამდენიმე დღის წინ ამერიკისა და საუდის არაბეთის სადაზვერვო სამსახურებმა იემენში მოქმედი ალ ყაიდას დაჯგუფება აღმოაჩინეს.
იემენის უსაფრთხოების წარმომადგენელთა განცხადებით, ხუთშაბათის საჰაერო თავდასხმები ქალაქ ჯაარსა და ჩრდილო ზინიჯიბარზე განხორციელდა.
სავარაუდოდ, პირველ შეტევას დაჯგუფების მაღალი რანგის წარმომადგენელი და ოთხი მეამბოხე ემსხვერპლა, მეორე თავდასხმის დროს კი ქალაქ ლაუდერის სარდლის მოადგილე და რამდენიმე ამბოხებული დაიღუპა.
შეერთებული შტატები კომენტარს არ აკეთებს თუ ვინ დგას იემენში დაბანაკებულ მეამბოხეებზე უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელებული საჰაერო თავდასხმების უკან.