ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მოვლენების ასეთი განვითარება ევროპას უფრო მეტად დაგვაშორებს...“


„მოვლენების ასეთი განვითარება ევროპას უფრო მეტად დაგვაშორებს...“
„მოვლენების ასეთი განვითარება ევროპას უფრო მეტად დაგვაშორებს...“

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „ამერიკის ხმა“ ექსპერტ ზვიად ქორიძეს გაესაუბრა

რა იყო მიზეზი იმისა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა?

„პირველი დაპირისპირება დილის 7 საათზე მოხდა... ორივე მხარეს საკუთარი ვერსია აქვს... ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ პოლიციის მანქანას ხელკეტებს ურტყამენ აქციის მონაწილეები... თუმცა მიტინგის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ესენი იყვნენ პროვოკატორები, ვინც ხალხში შევიდა და დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა..."

რას ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები სამომავლოდ?

"ამჟამად ნერვიული ფონი საკმაოდ დიდია, მიუხედავად იმისა, რომ აქცია არ არის საკმაოდ ხალხმრავალი...

"რაც შეეხება პროგნოზებს, ვერ ვიტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან აქცია პოლიტიკურად უფრო მეტად დაიტვირთა... გამოჩნდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაცნობია... ასევე ირაკლი ოქრუაშვილმა პირობა მისცა ქართულ საზოგადოებას, რომ ის 25 მაისს ჩამოვა თბილისში...

"რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს პროცესები, მთავარია გააკეთებს თუ არა საქართველო სვლას დემოკარტიზაციისკენ, გააკეთებს თუ არა სვლას საქართველო დასავლური სამყაროსკენ?

"რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, მოვლენების ასეთი განვითარება, ჩვენ ევროპას უფრო მეტად დავშორებს, დავშორდებით პროცესების დემოკრატიული განვითარების სურვილსაც..."


XS
SM
MD
LG