ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო თბილისის მოვლენებზე განცხადებას აკეთებს


გაერო თბილისის მოვლენებზე განცხადებას აკეთებს
გაერო თბილისის მოვლენებზე განცხადებას აკეთებს

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა შეშფოთება გამოთქვა თბილისში პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო დემონსტრანტების წინააღმდეგ და პოლიციის მოქმედების გამოძიება მოითხოვა.

"ჩვენ, მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველის მოწოდებას ყოვლისმომცველი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით, რომელიც პოლიციის მოქმედებებს შეისწავლის"-განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერმა რუპერტ კოლვილმა და დასძინა, რომ საერთაშორისო კანონმდებლობით, ძალის გამოყენება მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ისიც პროპორციულად. ფიზიკური თავდასხმები სწრაფად და შესატყვისად უნდა იქნას გამოძიებული.

კომისარიატმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა და თხოვა მათ, რომ ეროვნული კანონებისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად იმოქმედონ შეკრებისას.

კოლვილმა ხაზი გაუსხვა იმ გარემოებას, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით ყველა დაკავებული პირის უფლებას პატივი უნდა სცენ და რომ მათ შესატყვისი სამედიცინო მკურნალობა უნდა აღმოუჩინონ. ამასთან, მათ უნდა ნათლად აუხსნან დაკავების მიზეზები და წამების გარეშე, ნება დართონ იურიდიული დახმარების მისაღებად.

XS
SM
MD
LG