ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო გზას უხსნის რუსეთს ვმს–სკენ


საქართველო გზას უხსნის რუსეთს ვმს–სკენ
საქართველო გზას უხსნის რუსეთს ვმს–სკენ

იყო. რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ „საქართველოს მოთხოვნები არა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, არამედ სხვა თემას ეხება“.

საქართველო მზადაა დათანხმდეს რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ეს ინფორმაცია გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჟღერდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოროს დელეგაცია, რომელიც ჟენევაში მართავდა მოლაპარაკებებს, დათანხმდა შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ პირობებს. დღეს გაკეთებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ თქვა, რომ საქართველომ მაქსიმალურად მოქნილი პოზიცია დაიკავა და ჯერი ახლა რუსეთზეა, რომელიც წინადადების მიღების შემთხვევაში უნდა დათანხმდეს იმ წესებით თამაშს, რაც შეთანხმებულია საერთაშორისო დონეზე.

საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, რომელიც 153 ქვეყანას აერთიანებს, 2000 წლიდანაა. ორგანიზაციის წესდების თანახმად, მასში ვერ გაწევრიანდებიან ქვეყნები, რომელთა მიღების წინააღმდეგი ორგანიზაციაში ერთი წევრი მაინც არსებობს. რუსეთისთვის ასეთად საქართველო იქცა. ქართული მხარე აქამდე უარს ამბობდა გზა გაეხსნა რუსეთისთვის ვმო–ში. ამის მიზეზი მისი მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება იყო. რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ „საქართველოს მოთხოვნები არა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, არამედ სხვა თემას ეხება“. სადავო საკითხს წარმოადგენდა ისიც, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ტვირთბრუნვის კონტროლი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ვის უნდა გაეკონტროლებინა ეს პროცესი. საბოლოო ვარიანტი, რომლის ირგვლივ ქართული და შვეიცარული მხარე შეთანხმდა, ითვალისწინებს ტვირთების კონტროლს მონაცემების გაცვლის ელექტრონული სისტემით. საუბარია ასევე იმის შესახებაც, რომ საზღვრის გასწვრივ სამ პუნქტზე განთავსდნენ საერთაშორისო მონიტორები. კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რუსული მხარე არ საუბრობს საერთაშორისო მონიტორების საზღვრის გასწვრივ განთავსების შესახებ, რასაც ქართული მხარე დეკლარირებს. მხოლოდ ელექტრონული სისტემით ტვირთბრუნვის გაკონტროლება კი ეფექტურ შედეგს რა თქმა უნდა ვერ მოიტანს. უცნობია ინფორმაცია იმის თაობაზეც, ითვალისწინებს თუ არა შეთანხმება კონტროლის დამატებით ბერკეტებს. „აშშ რა თქმა უნდა, დაინტერესებილია რუსეთის გაწევრიანებით ვმს–ში. თუმცა ამით საეგებელს ქართული მხარეც ნახავს. თუნდაც იმით, რომ რუსეთი ვეღარ დააწესებს ემბარგოს ქართულ პროდუქციაზე“,– ამბობს კახა გოგოლაშვილი.

ელექტონული გამოცემები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქართული მხარე აღმოჩნდა წნეხის ქვეშ და მოუწია თანხმობა განეცხადებინა რუსეთის წევრობაზე. „ასეთი ზეწოლა განაპირობებულია აშშ–ს პოზიციის გამო, რომელიც ცდილობდა მოეძებნა გარკვეული ტიპის გამოსასყიდი რუსეთისთვის იმ გაზრდილი დაძაბულობისთვის, რაც მხარეებს შორის არსებობს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ევროპაში განლაგების გამო. სიტუაციის მოულოდნელი გაგრძელებაა ვმო–ში გაწევრიანება, რამაც, შეიძლება აიძულოს რუსეთი ახლებურად შეაფასოს ეკონომიკური კავშირები, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ჰქონდა,“ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც „სტრატფორი“ აქვეყნებს.

ამ დრომდე უცნობია რუსეთის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მიიღებს თუ არა იგი შუამავალი შვეიცარიის წინადადებას გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი ჟენევაში 10–11 ნოემბერს კიდევ შეიკრიბება.

XS
SM
MD
LG