ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ბელარუსს მხარს კვლავაც დაუჭერს


ევროკავშირი ბელარუსს მხარს კვლავაც დაუჭერს
ევროკავშირი ბელარუსს მხარს კვლავაც დაუჭერს

ევროკავშირი პირობას დებს, რომ ბელარუსის ოპოზიციის მხარდაჭერას გააგრძელებს პრეზიდენტ ლუკაშენკოს იძულების მიზნით დემოკრატიული რეფორმების დასაწყებად.

ევროკავშრის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადეკ სიკორსკი დღეს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ ევროკავშრის სამიტის მიმდინარეობის პარალელურად.

დღეს ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრა გაიხსნა, რომელზეც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ბლოკის აღმოსავლეთით მდებარე პარტნიორებთან-საქართველოსთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან არსებულ ურთიერთობებს იხილავენ.

XS
SM
MD
LG