ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი პალესტინის გადარწმუნებას ცდილობს


ევროკავშირი პალესტინის გადარწმუნებას ცდილობს
ევროკავშირი პალესტინის გადარწმუნებას ცდილობს

გაეროს უშიშროების საბჭოში პალესტინის მოთხოვნის კენჭისყრისას ვეტოს დადებამ შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ნაპერწკალი გააღვივოს.

ევროკავშირი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მედიატორად მოიხსენიება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პალესტინის ლიდერის მაჰმუდ აბასის პალესტინის სახელმწიფოებრიობის სრული აღიარების მოთხოვნის გადარწმუნების საკითხში.

ევროკავშირის ორი წევრი ქვეყანა საფრანგეთი და ბრიტანეთი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს წევრია, იმ ორგანოსი, რომელმაც პალესტინის სახელმწიფოებრიობის სრული აღიარების საკითხს შესაძლოა კენჭი უყაროს.

ყოველივე ამას, ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევს. ამერიკის კონგრესი პალესტინას დახმარების შეწყვეტასაც დაპირდა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი აბასი ევროკავშირს, პალესტინის მოთხოვნის შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ამბობს, რომ პალესტინის მოთხოვნა სახელმწიფოებრივ აღიარებაზე ლეგიტიმურია, თუმცა იგი ასევე წინააღმდეგია გაეროში პალესტინის სრულ წევრობაზე. სარკოზიმ ასევე აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში პალესტინის მოთხოვნის კენჭისყრისას ვეტოს დადებამ, შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ნაპერწკალი გააღვივოს.

ბრიუსელში, ფრანგული საერთაშორისო ინტიტუტის ხელმძღვანელს ვივიენ პერტუსოტის არანაირად არ აკვირვებს. აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის წევრებს შორის მოსალოდნელი აზრთა სხვადასხვაობა. პერტუსოტი ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას ოთხ ბანაკად ყოფს; ერთნი, რომლებიც პალესტინის მოთხოვნას მხარს უჭერენ - ესენია: ესპანეთი, შვედეთი და ლუქსემბურგი. გერმანია, იტალია და ჩეხეთის რესპუბლიკა საწინააღმდეგო პოზიციაზეა. ხოლო ბრიტანეთსა და საფრანგეთს ჯერ-ჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ბანაკის მეოთხე ნაწილში კი, რომელსაც „დაველოდოთ და ვნახოთ“ სახელწოდებით მოიხსენიებენ ნეიტრალურ პოზიცია მყოფი ქვეყნები შედიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის საფრანგეთი პალესტინის სოლიდარობის წევრის რენე ფრანჯის მოსაზრებით, ევროკავშირის წევერები ასევე შიშობენ ვაშინგტონთან ურთიერთობის გაფუჭების თაობაზე.

„მე ვფიქრობ, მათ სურთ სცნონ პალესტინის სრული სახელმწიფოებრიობა, მაგრამ მეორეს მხრივ არ სურთ პრობლემები შეექმნათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან,-“ აცხადებს რენე ფრანჯი.

მაგრამ, თუკი გაეროს უშიშროების საბჭოზე პალესტინის საკითხი კენჭის ყრაზე დადგა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს, - მიიჩნევს პერტუსოტი, ფრანგული საერთაშორისო ინტიტუტის ხელმძღვანელი. პერტუსოტი ასევე თვლის, რომ ევროკავშირის პრობლემა ნაწილობრივ საზოგადოებრივ ურთიერთობებს უკავშირდება:

„იმას რასაც ევროკავშირი შესაძლოა არასრულყოფილად აკეთებდეს გარკვეულ ახსნას საჭიროებს, კერძოდ, ხაზი უნდა გაესვას, რომ რეზოლუციის მიღება მხოლოდ ერთი ნაბიჯია და რომ სამშვიდობო პროცესისათვის ხელშეწყობა რეზოლუციის შემდეგაც გაგრძელდება. სწორედ ესაა, რაშიც ევროკავშირი გადამწყვეტ როლს თამაშობს, - “ ამბობს პერტუსოტი.

ამ მხრივ ევროპელი ხალხი უფრო ერთიანი აღმოჩნდა. უკანასკნელად ჩატარებულმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ევროპელები პალესტინელების სახელმწიფოებრიობას ემხრობიან. ხოლო „ბი-ბი-სის“ ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ კი გამოავლინა რომ ამერიკელთა 45 პროცენტი პალესტინის საკითხის გაეროში განხილვის მომხრეა, მაშინ როცა 36 პროცენტი ამის წინააღმდეგია.

XS
SM
MD
LG