ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ყოველკვირეული მიმართვა


ობამას ყოველკვირეული მიმართვა
ობამას ყოველკვირეული მიმართვა

წარმოდგენილ ეკონომიკურ გეგმას კონგრესი მომავალ კვირას უყრის კენჭს.

გუშინდელ ყოველკვირეულ გამოსვლაში პრეზიდენტმა ობამამ მოუწოდა კანონმდებლებს მეტად იზრუნონ ამერიკელებზე, რათა ისინი უძრავი ქონების ბროკერების, სესხის შემგროვებლებისა და ფინანსური ინსტიტუტების დავალიანებებისგან დაიცვან.

პრეზიდენტის თქმით, ამერიკელთა ხარჯზე უოლ სტრიტის ბევრმა წარმომადგენელმა ხელი მოითბო და მოხმარებელთა ხარჯზე უფრო მეტად გამდიდრდა.

ობამამ ასევე მოუწოდა კონგრესს გააგრძელონ გადასახადების შეკვეცის პერიოდი, რომლის ვადაც ამ თვის ბოლოს იწურება.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ჯონ ბეინერის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ გეგმას კონგრესი მომავალ კვირას უყრის კენჭს.

რესპუბლიკელების აზრით, გადასახადების შეკვეცის პერიოდი იმ პირობით უნდა გაგრძელდეს, თუ კანადა ტეხასის გაზის მილსადენის სამუშაოები კვლავ განახლდება.

XS
SM
MD
LG