ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას შეხვედრა ევროსაბჭოს და ევროკომისიის ლიდერებთან


Editorial: Obama, E-U Leaders Meet 1707405

m.g.

პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლში ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპოის და ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა.

პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა ფუნდამენტალურ ურთიერთობებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის. მისი თქმით: ჩვენი საერთო ღირებულებები, საერთო შეხედულებები, კანონის უზენაესობაზე, დემორატიაზე, თავისუფლებასა და თავისუფალი ბაზრის სისტემის შესახებ ჩვენს ერთიანობას კიდევ უფრო განამტკიცებს.

შეხვედრის დროს მთავარი ყურადღება შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ეკონომიკური აღმავლობის და მეტი სამუშაო ადგილების შექმნის პრობლემებზე იყო გამახვილებული.

ევროზონის კრიზისი სამი ლიდერის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. პრეზიდენტ ობამას განცხადებით ამერიკა მზად არის დაეხმაროს ევროპას ამ საკითხების გადაწყვეტაში.

ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ. თუ ევროპას გაუჭირდება, ჩვენც დიდი პრობლემები შეგვექმება აქ სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, რადგან უამრავი ამერიკული პროდუქტი გადის ევროპის ბაზრებზე. ევროკავშირის და შეერთებული შტატების სავაჭრო ურთიერთობების შედეგად მილიონობით სამუშაო ადგილი იქმნება ატლატიკის ოკეანის ორივე მხარეს. დასძინა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.

ამერიკა და ევროპა ასევე მჭიდროდ თანამშრომლობენ უშიშროების საკითხებში. შეხვედრის მონაწილეები შეთახმდნენ, რომ გააგრძელებენ ირანის მთავრობაზე ზეწოლას ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო.

ევროპა და შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებენ ავღანეთში პროგრესის მისაღწევად, სადაც ევროკავშირი ერთ-ერთი მთავარი დონორია.

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს და ჩრდილოეთ აფრიკას ევროპა და ამერიკა გააგრძელებენ ამ რეგიონებში დემოკრატიაზე გადასვლის წახალისებას და ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობას.

ეგვიპტელების, ტუნისელთა და ლიბიელი ხალხის მომავალი ეკონომიკურად უნდა იყოს გამყარებული. განაცხადა ბატონმა ობამამ.

შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთად დგანან ბელარუსი ხალხის მხარდაჭერის საქმეში კანონის უზენაესობის და დემოკრატიული რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინაზეც, რომელიც უნდა დაუბრუნდეს რეფორმების კურსს და უარი თქვას პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებზე.

შეერთებული შტატები და ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებენ ეკონომიკური აღმავლობის და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მხარდაჭერას. როცა ადამიანებს არჩევანის საშუალება ეძლევათ, მსოფლიოს ყველა ხალხი თავისუფლებასა და დემოკრატიას ირჩევს ძალადობისა და ტირანიის ნაცვლად.

XS
SM
MD
LG