ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა რესპუბლიკელთა ბრალდებებს აკრიტიკებს


ობამა რესპუბლიკელთა ბრალდებებს აკრიტიკებს
ობამა რესპუბლიკელთა ბრალდებებს აკრიტიკებს

ობამას აზრით, ევროპელი კოლეგები სიტუაციის სერიოზულობას აცნობიერებენ და პასუხისმგებლობით ეკიდებიან მიმდინარე მოვლენებს.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკოსების ბრალდებები გააკრიტიკა, რომელთა თანახმად თეთრი სახლის ახლანდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა დათმობებს ემყარება.

პრეზიდენტმა ამ არგუმენტის დასამტკიცებლად, ერთერთ მაგალითად ოსამა ბინ ლადენის განეიტრალების ფაქტი მოიყვანა.

ირანთან დაკავშირებით, ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა ყველანაირ გზას განიხილავს, რათა თეირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში ხელი შეუშალოს.

„თუ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, მე არაერთხელ ვთქვი, რომ ასეთი ფაქტი ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების ეროვნული უშიშროების ინტერესებს ეწინააღმდეგება, ისრაელის ჩათვლით. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად “ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ევროპის ვალის კრიზისთან დაკავშირებით, ამერიკელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ის ძალიან შეშფოთებულია თუმცა დარწმუნებულია, რომ ევროპელი კოლეგები სიტუაციის სერიოზულობას აცნობიერებენ და პასუხისმგებლობით ეკიდებიან მიმდინარე მოვლენებს.

XS
SM
MD
LG