ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეგლიგში უცხოელი მოქალაქეები დააკავეს


სუდანსა და ახლად შექმნილ სამხრეთ სუდანს შორის სამოქალაქო ომი 21 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სუდანის მთავრობამ დააპატიმრა სამი უცხოელი, რომლბიც ნავთობით მდიდარ ქალაქში - ჰეგლიგში იმყოფებოდნენ.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაკავებულები ბრიტანეთის, ნორვეგიიის და სამხრეთ აფრიკის მოქალაქეები არიან. ისინი დაკითხვის მიზნით ხართუმში გადაიყვანეს.

ერთი კვირის წინ სამხრეთ სუდანის სამხედრო ძალებმა დავის საგნად ქცეული ნავთობით მდიდარი ქალაქი ჰეგლიგი დატოვეს.

სუდანსა და ახლად შექმნილ სამხრეთ სუდანს შორის სამოქალაქო ომი 21 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაპირისპირებამ 2 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა და 2005 წელს დაზავებით დასრულდა.

რამდენიმე დღის წინ აშშ-მ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, სადაც სანქციების დაწესებას გეგმავს თუ სუდანი და სამხრეთ სუდანი აფრიკული კავშირის მიერ დადგენილ სამშვიდობო გეგმას არ განახორციელებენ და დაპირისპირებას არ დაასრულებენ.

XS
SM
MD
LG