ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანში დაპირისპირება შესაძლოა დასრულდეს


დაპირისპირება გასულ თვეს ნავთობით მდიდარი სასაზღვრო ქალაქის- ჰიგლიგის გამო დაიწყო

სუდანი და სამხრეთ სუდანი შეთანხმდნენ, რომ გასულ თვეს საზღვრის ირგვლივ ატეხილ დაპირისპირებას, საბოლოოდ წერტილი ბოლო შეხვედრაზე დაესმება.

ორივე მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 20 მაისს ეთიოპიის ქალაქში ჩატარდება.

დაპირისპირება გასულ თვეს ნავთობით მდიდარი სასაზღვრო ქალაქის- ჰიგლიგის გამო დაიწყო, რასაც სუდანის მხრიდან საზღვრის ტერიტორიაზე საავიაციო თავდასხმები მოჰყვა.

სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის დაპირისპირებამ საერთაშორისო საზოგადოების საფუძვლიანი შეშფოთება გამოიწვია. ამის მიზეზი კი ორ სახელმწიფოს შორის 21 წლიანი სამოქალაქო ომი გახლავთ, რომელიც 2005 წელს დასრულდა.

XS
SM
MD
LG