ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელებმა ტელედებატები გამართეს


რესპუბლიკელებმა ტელედებატები გამართეს
რესპუბლიკელებმა ტელედებატები გამართეს

გინგრიჩი ამ ბოლო დროს დაწინაურდა რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის.

პრეზიდენტობის კანდიდატებმა რესპუბლიკური პარტიიდან სამშაბათს ვაშინგტონში დებატები გამართეს პაკისტანის, ავღანეთის და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხებთან დაკავშირებით.

ტეხასის გუბერნატორის რიკ პერის განცხადებით, ის ყოველგვარ დახმარებას შუწყვიტავს პაკისტანს, თუ ეს უკანასკნელი ვერ შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ ამერიკის ჭეშმარიტი მოკავშირეა რეგიონში.

ამ თვალსაზრისს არ იზიარებს მინესოტას შტატის კონგრესმენი ქალბატონი მიშელ ბაკმანი, რომელიც მიიჩნევს, რომ დახმარება აუცილებელია პაკისტანის ბირთვული იარაღის უსაფრთხოების უზრუნვესაყოფად და ტერორიზმის წინააღმდეგ ომში ამ ქვეყნის მონაწილეობის აუცილებლობის გამო.

არალეგალური იმიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნიუთ გინგრიჩმა თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, ჰუმანური მიდგომისკენ მოუწოდა კონგრესმენებს. აღსანიშნავია, რომ გინგრიჩი ამ ბოლო დროს დაწინაურდა რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის.

ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით მასაჩუსეთის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა თავისი გენერლების აზრი უნდა გაითვალისწინოს და დროზე ადრე არ უნდა გამოიყვანოს ჯარი ავღანეთიდან. რასაც არ დაეთანხმა ამერიკის ყოფილი ელჩი ჩინეთში ჯონ ჰანთსმანი, რომელიც თვლის რომ პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია და თავისი შეხედულების შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს პრობლემები ავღანეთში.

XS
SM
MD
LG