ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელში ფინანსურ კრიზისს განიხილავენ


სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტმა ახალი საპილოტო პროგრამის განხორციელების თაობაზე სპეციალური დადგენილება მიიღო.

27 ქვეყნის წარმომადგენლები დღეს ბრიუსელში ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მიმდინარე ფინანსურ კრიზისს განიხილავენ. ბლოკი ამჯერად არა საბიუჯეტო შეკვეცებზე, არამედ ეკონომიკური ზრდის აუცილებლობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

საბერძნეთში და საფრანგეთში ჩატარებულმა არჩევნებმა მთელი სიცხადით დაადასტურა მოსახლეობაში მკაცრი საბიუჯეტო ზომების გატარების არაპოპულარობა. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტმა ახალი საპილოტო პროგრამის განხორციელების თაობაზე სპეციალური დადგენილება მიიღო. 300-მილიარდიანი პაკეტი 2012-2013 წლებში საინვესტიციო პროგრამებს მოხმარდება.

XS
SM
MD
LG