როგორც გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ იტყობინება, ამერიკული საზღვაო ფლოტი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ძველი სამხედრო გემის სამოქმედო ცენტრად გადაკეთებას გეგმავს.
ვარაუდობენ, რომ ამერიკის სამხედრო ძალები სამხედრო გემის სპარსეთის ყურეში განლაგებას გეგმავს, სადაც ირანი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ჰორმუზის სრუტის გადაკეტვით იმუქრება.
„ვაშინგტონ პოსტი“ -ის თანახმად, სამხედრო გემი მოემსახურება პატარა ზომის სწრაფმავალ ხომალდებსა და შვეულმფრენებს.
ხუთშაბათს ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ პენტაგონის ბიუჯეტის შემცირების შესახებ გააკეთა განცხადება. მან იქვე დასძინა, რომ ბიუჯეტი შეუმცირდება სახმელეთო ძალებს, და გაეზრდება ელიტარულ სპეც რაზმებს.