ავიამზიდი "აბრაამ ლინკოლნი" სპარსეთის ყურეში კვირას ყოველგვარი ინციდენტის გარეშე შევიდა.
სულ რაღაც ერთი თვის წინ ირანის სახელმწიფომ პენტაგონი გააფრთხილა სტრატეგიული მნიშვნელობის წყლებში ამერიკული ავიამზიდები აღარ გაეგზავნა. შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის სპიკერის განცხადებით, ავიამზიდის გადაადგილება მხოლოდ რეგულარულ, რუტინულ ხასიათს ატარებს.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ირანს და ამერიკას შორის დაძაბულობა თანდათან იზრდება. ოფიციალური ვაშინგოტნი ირანში მიმდინარე ბირთვული პროგრამების გამო ახალ სანქციებს ამზადებს. ევროკავშირიც ირანულ საწვავზე ემბარგოს დაწესებას გეგმავს.
ირანი ცდილობს მსოფლიო საზოგადოებრიობას დაუმტკიცოს, რომ ბირთვული პროგრამები მხოლოდ სამშვიდობო ხასიათს ატარებს და ჰორმუზის, საწვავის მთავარი ხაზის გადაკეტვით იმუქრება.
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ის ამის უფლებას ირანს არ მისცემს.