ავღანეთის არმიის ფორმაში გადაცმულმა თავდამსხმელმა ნატოს ჯარისკაცებს გაუხსნა ცეცხლი, რომლის დროსაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.
ეს უკვე მე-15 შემთხვევაა 2012 წელს, როდესაც ავღანეთის არმიის ჯარისკაცები, ან მათ ფორმაში გადაცმული პარტიზანები ნატოს ჯარისკაცებს კლავენ.
ავღანეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, ინციდენტი კუნარის პროვინციაში მოხდა. ნატო არ ახმოვანებს დაღუპული ჯარისკაცის ეროვნებას.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. ამგვარი ინციდენტების გახშირება ბევრ კითხვებს ბადებს ავღანეთის უშიშროებასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც საერთაშორისო კოალიციის ჯარები 2014 წლისთვის გეგმავენ ქვეყნის დატოვებას.