ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა დიდი რვიანის ლიდერებს ხვდება


ბარაკ ობამა პირისპირ შეხვდება საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს კემპ დევიდში დიდი რვიანის ეკონომიკურ შეხვედრას უმასპინძლებს.

ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ტომ დონილონის განცხადებით, შეხვედრაზე ენერგეტიკის, კლიმატის, მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის ფასის და ევროზონაში შექმნილ პრობლემებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებსაც განიხილავენ.

პრეზიდენტმა ობამამ ამ შეხვედრაზე ბენინის, ეთიოპიის, განას და ტანზანიის ლიდერებიც მიიწვია აფრიკის კონტინეტზე სურსათის პრობლემების განხილვის მიზნით.

ბარაკ ობამა პირისპირ შეხვდება საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს. მათ მოგვიანებით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეუერთდება დიდი რვიანის სხვა ლიდერებთან ერთად. რუსეთს, პრეზიდენტ პუტინის ნაცვლად, ამ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG