ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ეგვიპტის მთავრობის ქმედებებს გმობს


გაერო ეგვიპტის მთავრობის ქმედებებს გმობს
გაერო ეგვიპტის მთავრობის ქმედებებს გმობს

როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები აღნიშნავენ,ეგვიპტეში მეროე რევოლუცია დაიწყო.

ეგვიპტის სამხედრო ძალების მართველი საბჭო ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. საბჭომ ეს გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც სამდღიან საპროტესტო აქციებზე ძალის გამოყენებას 24 მშვიდობიანი დემონსტრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რასაც შემდგომ დროებითი მთავრობის გადადგომა მოჰყვა.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა შეშფოთება გამოხატეს ეგვიპიტეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ეგვიპტის მთავრობას მოუწოდეს საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა შეწყვიტოს.

საერთაშორისო ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტიამ” ეგვიპიტის მთავრობა ძალადობასა და სისასტიკეში დაადანაშაულა.

ორშაბათს საპროტესტო აქციები მთელი ქაიროს მასშტაბით გავრცელდა. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები აღნიშნავენ, ეგვიპტეში მეორე რევოლუცია დაიწყო.

XS
SM
MD
LG