ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აქცია უოლ-სტრიტის წინააღმდეგ


აქცია უოლ-სტრიტის წინააღმდეგ
აქცია უოლ-სტრიტის წინააღმდეგ

უოლ სტრიტის მშვიდობიან მანიფესტაციაში მონაწილეობა სხვადასხვა პროფესიის ამერიკელებმა მიიღეს

ნიუ იორკში უოლ სტრიტზე პროფესიულმა კავშირებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მთავარი ლოზუნგი ეკონომიკური უსამართლობა იყო.

ყველაფერი იმით დაიწყო, როცა სექტემბერში რამდენიმე მომიტინგემ ლოზუნგებით „დაიკავე უოლ სტრიტი“ ნიუ იორკის ფეშენებულურ ქუჩაზე პროტესტის ნიშნად კარავი გაშალა .

ახლახანს პროფესიული კავშირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები საკუთარი მოთხოვნებით ამ მომიტინგეებს შეუერთდნენ:

„სამი წლის წინ უოლ სტრიტზე ქვეყნის ეკონომიკისა და ავტომწარმოებლების გადარჩენის მიზნით, ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმა შეიქმნა. მაგრამ დღემდე სამსახური არცერთ ჩვენგანს არ აქვს“

უოლ სტრიტის მშვიდობიან მანიფესტაციაში მონაწილეობა სხვადასხვა პროფესიის ამერიკელებმა მიიღეს. ექთნები, პედაგოგები და მძღოლები შეერთებულ შტატებში უმუშევრობასა და უოლ სტრიტის პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

„ჩვენ ნორმალურ ცხოვრებას ვიმსახურებთ. გვაქვს უფლება ვიმუშაოთ, ვიხადოთ გადასახადები და ვიზრუნოთ საკუთარ ოჯახებზე... უოლ სტრიტმა კი ეს უფლებები წაგვართვა“

აქციის მონაწილეთა თქმით, დღეს შეერთებული შტატების ეკონომიკას ფინანსისტთა ერთი ჯგუფი მართავს. მოსახლეობის დიდ ნაწილი კი უმუშევარია და საკუთარი ოჯახის გამოკვებას ვერ ახერხებს. ექთნების პროფკავშირის აქტვისიტი სანდრა ფოლველი ამბობს, რომ ამერიკელთა დიდ ნაწილს არც სამედიცინო მომსახურებაზე მიუწვდება ხელი:

„ჩვენ აქ სხვადასხვა შტატებიდან ჩამოვედით... აქციას იმ მიზნით შევუერთდით, რომ საკუთარი პროტესტი გამოვხატოთ. უოლ სტრიტმა ყველა ჩვენთაგანი მოატყუა, ჩვენსავით მოტყუებელია ათი ათასობით ამერიკელი."

აქციის მონაწილეებმა უოლ სტრიტზე მშვიდობიანი სვლით ჩაირეს და ნიუ იორკის მერიის შენობასთან მეორე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. ვიდრე პროტესტის ტალღა სხვა ქალაქებზეც გარცელდება, ამერიკის დემოკრატმა კონგრესმენებმა აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირეს. რაც შეეხებათ ამერიკელ სტუდენტებს , ისინიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უახლოეს მომავალში საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

XS
SM
MD
LG