ბრიტანეთის პარლამენტმა მთავრობას მოუწოდა სიცხადე შეიტანოს იმ გადაწყვტეილებაში, რომლის ძალითაც მეკობრეების ფიზიკური განადგურება უნდა მოხდეს.
აღნიშნული მიმართვა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ მომზადდა. კომიტეტის თქმით, გემის კაპიტნებისათვის კვლავ დამატებითი მითითებების მიცემაა საჭირო, მეკობრეების თავდასხმის ასაცილებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის გემების მხოლოდ მცირე ნაწილზე მოხდა მეკობრეების თავდასხმა, ისინი ქვეყნის მასშტაბით ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და საზღვაო ფლოტებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ.