ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპადემოსი ახალ თანამდებობაზე ფიცს ხვალ დებს


პაპადემოსი ახალ თანამდებობაზე ფიცს ხვალ დებს
პაპადემოსი ახალ თანამდებობაზე ფიცს ხვალ დებს

საბერძნეთის ახლად დანიშნულმა დროებითმა პრემიერ მინისტრმა ლუკას პაპადემოსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კრიტიკულ გზაჯვარედინზე იმყოფება და რომ საბერძნეთის ეკონომიკის წინაშე არსებული დიდი პრობლების დარეგულირება ადვილი სულაც არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საბერძნეთის დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა პაპადემოსი, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდნეტია, გარდამაალ პრემიერ მინისტრად დაასახელეს სანამ არჩევნების გზით, სავარაუდოდ მომავალ წელს, ქვეყანას ახალი ლიდერი არ ჩაუდგება სათავეში.

გეორგიუ პაპანდრეუმ მას უცხოელი კრედიტორების მიერ მოთხოვნილი ქვეყანაში არაპოპულარული რეფორმების გატარება უანდერძა.

პაპადემოსი ახალ თანამდებობაზე ხვალ დადებს ფიცს. მან უკვე განაცხადა, რომ საბერძნეთის მიერ ევროს გამოყენება ქვეყნის მონეტარული სტაბილურობის გარანტიაა და რომ ბერძნები ოპტიმისტურად უნდა განეწყონ ქვეყნის მომავლის მიმართ.

XS
SM
MD
LG