ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ მსხვერპლია


სირიაში კვლავ მსხვერპლია
სირიაში კვლავ მსხვერპლია

სამთავრობო ძალებმა ზიად ალ-ობეიდის დაკრძალვის 7,000 მონაწილეზე შეტევა განახორციელეს.

სირიის აქტივისტების განცხადებით, უსაფრთხოების ძალებმა აღმოსავლეთ ნაწილში სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნეს.

ბრიტანეთში არსებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანახმად, კვირას სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ სირიის ქალაქ დეირ ელზირში, ზიად ალ-ობეიდის დაკრძალვის 7,000 მონაწილეზე შეტევა განახორციელეს.

აქტივისტების ინფორმაციით, სამთავრობო ძალები, სირიის დედაქალაქ დამასკოში მოწინააღმდეგე ჯგუფებსაც ასევე თავს დაესხნენ. შედეგად დაკავებულია 25 ადამიანი.

პარალელურად არაბული ქვეყნების ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები ქაიროში საგანგებო შეხვედრას გამართავენ, სადაც სირიაში შექმნილ რთულ მგომარეობაზე იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG