ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია უსაფრთხოების ზომებს იღებს


სირია უსაფრთხოების ზომებს იღებს
სირია უსაფრთხოების ზომებს იღებს

სირიის უშიშროების ოფიცრები პარასკევს დილით პარლამენტის შენობასთან განლაგდნენ და მოსალოდნელი ანტისამთავრობო დემონსტრაციისთვის მოემზადნენ. თუმცა ჯერჯერობით მოედანზე არავინ შეკრებილა.

ფეისბუქზე გამართული კამპანია დამასკოელებს დღეს და ხვალ „სიბრაზის დღის“ გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ერთ-ერთმა ვებგვერდმა სათაურით „სირიული რევოლუცია-2011“ თხუთმეტი ათასი ვირტუალური ფანი შეკრიბა. ორგანიზატორთა ჯგუფი, რომელიც პრესის მიხედვით ძირითადად უცხოეთში მცხოვრები სირიელებისგან შედგება, მოსახლეობას მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს. მათი სურვილია საპროტესტო აქციები გაიმართოს როგორც დედაქალაქ დამასკოში, ასევე უცხოეთში მდებარე სირიის საელჩოებთან. აქტივისტების მთავარი მოთხოვნა სასწრაფო რეფორმების გატარება და მათ შორის პლურალურ დემოკრატიაზე გადასვლაა.

სოციალური მედიის გამოყენება ანტისამთავრობო დემონსტრაციების მოსაწყობად ტუნისში და ეგვიპტეში მიმდინარე უკანასკნელი მოვლენების მკვეთრი ანარეკლია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, ამ ქვეყნებისგან განსხვავებით სირიელებს ბევრად უფრო ეშინიათ მთავრობის და უშიშროების სამსახურის.

XS
SM
MD
LG