კიევში, "საერთაშორსიო ამნისტიის" დელეგაცია სპეციალურ ანგარიშს წარმოადგენს, რომელიც პოლიციის მიერ ადამიანების ფართომასშტაბიან წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის, გამოძალვისა და უკანონო დაკავების ფაქტებს შეეხება.
პოლიციისა და სასამართლო სისტემებში არსებული კორუპცია, ასევე სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობაში არსებული პრობლემები, უკრაინაში კანონის უზენაესობას არღვევს და საჯარო მოხელეებს დაუსჯელობის საშუალებას აძლევს.
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენელი მედიის საკითხებში დუნია მიატოვიჩი აცხადებს, რომ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედია საშუალებებს, უკრაინაში, უკრაინელი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის მკვლელობის სასამართლო პროცესის გაშუქებისათვის, ხელი უნდა მიუწვდებოდეთ:
“სამწუხაროდ, სასამართლო პროცესი, დღეს ჟურნალისტებისათვის დახურული აღმოჩნდა, რაც გამჭვირვალეობის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. 13 სექტემბერს, უკრაინის ხელისუფლებისადმი ჩემს მიერ მიწერილ ოფიციალურ წერილში, ხაზგასმით ავღნიშნე რომ, თავისუფალი მედიის არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის და რომ გიორგი ღონღაძის მკვლელობის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ნათელი უნდა იყოს საზოგადოებისათვის,- ” განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა - დუნია მიატოვიჩმა.