ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შიშობს, რომ ქვეყანას „გრანდიოზული მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი ელის“. დღეს მადრიდში ხელისუფლების მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებით, უმუშევრობამ ქვეყანაში მოსახლეობის თითქმის მეოთხედი მოიცვა.
უმუშევრობის მაჩვენებელი ესპანეთში უკანასკნელი 18 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიუახლოვდა და ის ევროზონის ქვეყნებს შორისაც ყველაზე დიდია.
ესპანეთში დასაქმების მონაცემების გამოქვეყნებას ერთი დღით ადრე კომპანია „Standard & Poor’s”-ის განცხადება უსწრებდა წინ. ფინანსური რეიტინგების ფირმამ ესპანეთს კრედიტ-რეიტინგი ორი ნიშნულით დაუწია.