ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოციალ-დემოკრატთა პარტიამ სლოვაკეთში გაიმარჯვა


პარტიამ 150 ადგილიან პარლამენტში დაახლოვებით 86 ადგილი მოიპოვა.

სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო საკუთარ საქმიანობას დაუბრუნდა მას მერე, რაც მისმა მემარცხენე სოციალ-დემოკრატთა პარტიამ, შაბათის საპარლამენტო არჩევნებში, ოპონენტებზე გამარჯვება მოიპოვა.

წინასწარი ვარაუდით, სოციალ-დემოკრატთა პარტიამ 150 ადგილიან პარლამენტში 83 ადგილი მოიპოვა.

სოციალ-დემოკრატთა მოწინააღმდეგე პარტია პარლამენტში კონსერვატორთა პარტიაა, რომელსაც სათავეში სლოვაკეთი ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი ივეტა რადიჩოვა უდგას სათავეში.

ბატონი ფიცო სოლვაკეთის პრემეირ მინისტრი 2006 -2010 წლებში იყო. მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი სტრატეგია შეღავათების სისტემის შენარჩუნება და მდიდრებისთვის და კორპორაციებისთვის გადასახადების გაზრდა გახლდათ.

საპარლამენტო არჩევნები სლოვაკეთში ორი წლით ადრე ჩატარდა, რისი მიზეზიც ოქტომბერში მართველი ოთხპარტიული კოალიციის დაშლა გახლდათ. კოალიცია შიდა პარტიული უთანხმოების გამო დაიშალა, თუმცა მოგვიანებით უთანხმოებას ფინანსური გარიგებების სკანდალიც დაემატა.

XS
SM
MD
LG