ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადი სამშვიდობო გეგმის შესრულების პირობას დებს


იგივე ვალდებულება უნდა დაეკისროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც სირიის ოპოზიციას მუდმივად იარაღით ამარაგებენ.

არაბული ქვენების ლიდერები და ელჩები სირიის კრიზისთან დაკავშირებით ბაღდადის სამიტზე შეიკრიბნენ. ერაყის დედაქალაქში ლიგის წევრები ერთმანეთს 1990 წლის მერე პირველად შეხვდნენ. არაბული ქვეყნების ლიგამ მოუწოდა სირიის მთავრობას და ოპოზიციას მშვიდობის გეგმის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც საერთაშორისო ელჩმა კოფი ანანმა სირიის პრეზიდენტს შესთავაზა. გეგმის თანახმად, ორივე მხარე ცეცხლის შეყწვეტას უნდა დათანხმდეს და მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდეს. გეგმაში არაფერია ნათქვამი პრეზიდენტ ასადის თაამდებობიდან გადადგომის შესახებ.

არაბული ლიგის ლიდერებმა ადრე მოუწოდეს ასადს ხელისუფლება დროებითი მთავრობისთვის გადაებარებინა, თუმცა ამ ეტაპზე ეს მოთხოვნები მათი მხრიდან არ წამოყენებულა.

სირიის პრეზიდენტმა აღუთქვა კოფი ანანს, რომ გეგმის მიხედვით, უმოკლეს ვადებში ქვეყანაში სიტუაციას დაარეგულირებდა და სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევდა. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ იგივე ვალდებულება უნდა დაეკისროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც სირიის ოპოზიციას მუდმივად იარაღით ამარაგებენ.

XS
SM
MD
LG