ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის სამხედრო ჰოსპიტალის ერთი დღე


ლიბიის სამხედრო ჰოსპიტალის ერთი დღე
ლიბიის სამხედრო ჰოსპიტალის ერთი დღე

ლიბიის ქალაქ მისრატას საავადმყოფო დილიდან მობილიზიებულია. საავადმყოფოს პერსონალი მუამარ კადაფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის გამართული ბრძოლის შედეგად დაჭრილი პაციენტების მიღების მოლოდინშია.

ექიმი აბდულმონიემ აჰმედი ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია. მის განყოფილებაში ბოლო ექვის თვის განმავლობაში ლიბიაში გამართული ბრძოლების შედეგად დაჭრილი ათასობით პაციენტი მკურნალობს.

ექიმი აჰმედის თქმით, თავდაპირველად მედპერსონალი ძალიან ცუდ ვითარებაში იმყოფებოდა. საავადმყოფო სათანადოდ არ იყო აღჭურვილი, თუმცა მოხალისეების დახმარებითა და შემოწირულობის სახით მიღებულმა სამედიცინო ინვენტარმა დაჭრილების მკურნალობას ხელი საგრძნობლად შეუწყო.

ალი აბუ ფრეიდაჰი დაწყებითი კლასის მასწავლებელია. იგი სამი თვის წინ მუცლის არეში დაიჭრა და ჯერ კიდევ მკურნალობას გადის. ფრეიდაჰი სკოლაში სამუშაოს მაშინ გაგრძელეებს, როცა მუამარ კადაფი საბოლოოდ დამარცხდება.

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: მას შემდეგ, რაც კადაფის მოწინააღმდეგეებმა მისრატას გაკონტროლება დაიწყეს, დაშავებულთა რაოდენობა შემცირდა. საავადმყოფოს თანამშრომელთა უმეტესი ნაწილი ან გაქცეულია, ან დაკარგულია. სამედიცინო სკოლის 18 წლის სტუდენტი ამინა ბაიტულმაი ერთ-ერთია საავდმყოფოს 60 მოხალისეთა შორის.

„ალბათ გაინტერესებთ, თუ როგორ ვართმევ თავს ჩემს მოვალეობას? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. თავდაპირველად შოკის მომგვრელი იყო. თუმცა, როცა სხვა გზა არ გაქვს და იცი რომ ადამიანის სიცოცხლეს შველი, ამაზე უკვე აღარც ფიქრობ -“ განაცხადა ამინა ბაიტულმამ.

ექიმი აჰმედი ადასტურებს, რომ ამ გამოცდილების გამო მისი თანამშრომლები და პაციენტები ხშირად სტრესის ქვეშ იმყოფებიან.

მიუხედავად ამისა, ომის დასრულების იმედი ყველას აქვს. თუმცა ისიც იციან, რომ როცა ეს მოხდება, ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღების გზა საკმაოდ გრძელი და რთული იქნება.

XS
SM
MD
LG