ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი პალესტინის საკითხზე სიფრთხილეს იჩენს


საფრანგეთი პალესტინის საკითხზე სიფრთხილეს იჩენს
საფრანგეთი პალესტინის საკითხზე სიფრთხილეს იჩენს

საფრანგეთის გადაწყვეტილებას ბრიტანეთი და კოლუმბიაც შეუერთდნენ, რომლებმაც ასაევე თავი უნდა შეიკავონ ხმის მიცემის დროს.

საფრანგეთი თავს შეიკავებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც ამ ორგანიზაციაში პალესტინის სახელმწიფოს გაწევრიანების საკითხი უნდა გადაწყდეს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი გადაწყვეტილება იმ გარემოებით ახსნა, რომ ამერიკის მიერ მოსალოდნელი ვეტოს გამო ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.

საფრანგეთის მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ პალესტინის საკითხის გამო გაეროში დაპირისპირება გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.

პალესტინელებს გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან ცხრის მხარდაჭერა სჭირდებათ წარმატების მისაღწევად, მაგრამ შერთებულმა შტატებმა უკვე განაცხადა, რომ წარმატების მიღწევის შემთხვევაშიც ამ რეზოლუციას ვეტოს დაადებს.

დღესვე საფრანგეთის გადაწყვეტილებას ბრიტანეთი და კოლუმბიაც შეუერთდნენ, რომლებმაც ასაევე თავი უნდა შეიკავონ ხმის მიცემის დროს.

ისრაელსა და პალესტინას შორის კიდევ უფრო დაიძაბა ურთიერთობა, მას შემდეგ რაც გაეროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ „იუნესკომ“ პალესტინის სახელმწიფო თავის სრულუფლებიან წევრად აღიარა.

XS
SM
MD
LG