ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი პალესტინის საკითხს გაეროში ვეტოს დაადებს


ვაშინგტონი პალესტინის საკითხს გაეროში ვეტოს დაადებს
ვაშინგტონი პალესტინის საკითხს გაეროში ვეტოს დაადებს

ამერიკის შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის სრული აღიარების საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოზე არ უნდა გადაწყდეს. და თუ ეს ასე არ მოხდა, ვაშინგტონი მზადაა ვეტოს უფლება გამოიყენოს საკითხის დასაბლოკად.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზეა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა:

“გთხოვთ, რეზოლუცია პალესტინის შესახებ განსახილველად არ წარმოადგინოთ. ეს ისრაელისა და პალესტინის პირისპირ მოლაპარაკების ნაწილს წარმოადგენს და ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც მათ დააშორებს.”

გაეროში ამერიკის ყოფილ ელჩს - ჯონ ბოლტონს არ სჯერა, რომ შეერთებული შტატების მიერ გამოყენებული ვეტო, ვაშინგტონის პოზიციას დაასუსტებს.

“არა მე ასე არ ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ, რომ არაბული ქვეყნები შეერთებული შტატების პოზიციას ადეკვატურად აღიქვამენ. მართალია, მათ შეიძლება ეს არ მოსწონდეთ, მაგრამ არ გაუკვირდებათ თუკი შეერთებული შტატები, უშიშროების საბჭოზე ვეტოს უფლებას გამოიყენებს,-” აღნიშნავს ელჩი ჯონ ბოლტონი.

თუმცა, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ყოფილი ელჩის პოზიციას არ ეთანხმება და დასძენს, რომ შეერთებული შტატების მიერ გამოყენებული ვეტო უარყოფით შედეგს მოიტანს.

ექსპერტი ახლო აღმოსავლეთ საკითხში და ისრაელის ყოფილი მედიატორი - დანიელ ლევი ამბობს, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა თანამშრომლობის ორმაგი სტანდარტი გამოიყენოს რეგიონში.

ლონდონის ეკონომიკური სკოლის ექსპერტის ფავაზ ჟერჟერის მოსაზრებით კი, შეერთებული შტატების ვეტოს უზარმაზარი ასახვა ექნება არა მარტო ამერიკულ საგარეო პოლიტიკაზე, არამედ შიდა პოლიტიკაზეც:

“მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა სწორ პოზიციაზეა, მას სულ სხვა პოლიტიკური ინტერესი აქვს. მას არ შეუძლია, კონგრესს წინააღმდეგობა გაუწიოს, ასევე არ ძალუძს ამერიკაში ისრაელის მოკავშირეების პოზიციის უგულვებელყოფა, რადგან ამ უკანასკნელს გადამწყვეტი როლი ენიჭება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. მას ძალიან ბევრი გეგმა აქვს და სწორედ ამიტომ, არ შეუძლია თავშეკავებული იყოს არა მარტო უშიშროების საბჭოს მიმართ, არამედ თავად გენერალურ ასამბლეაზეც."

ჟერჟერი ასევე დასძენს, რომ პრეზიდენტი ობამა რთულ მდგომარეობაშია; შეერთებული შტატების მიერ ვეტოს გამოყენება პალესტინის საკითხის დასაბლოკად, პრეზიდენტის პოლიტიკურ რეიტინგზე გარკვეულწილად იმოქმედებს.

XS
SM
MD
LG