ბულგარეთის პოლიცია ხუთშაბათს ულტრანაციონალისტთა ჯგუფის “აღორძინება” მხარდამჭერებს დაუპირისპირდა, რომლებიც პროდასავლური მთავრობის პოლიტიკას ეწინააღმდეგებებიან. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას და ქვეყანაში ნატოს ბაზების გაუქმებას ითხოვს.
ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა იმ მიზნით, რომ რუსეთის წინააღმდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის იარაღით დახმარება გაეპროტესტებინა. ისინი პარლამენტის შენობის წინ ბულგარეთის და რუსეთის დროშებით შეიარაღებულნი მივიდნენ და სტვენით მოითხოვდნენ ქვეყანაში ადრეული არჩევნების ჩატარებას.
ბულგარეთი, რომელიც რუს დამპყრობლებთან საბრძოლველად, უკრაინას იარაღის აწვდის, გასულ კვირას უკრაინულ საექსპორტო ხორბლეულზე დაწესებული შეზღუდვაც მოხსნა.
როგორც ერთ-ერთმა დემონსტრანტმა თქვა: “ბულგარეთი ნეიტრალური ქვეყანაა და ჩვენ არ გვსურს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა, რაც ომის წარმოებას უწყობს ხელს”.