ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფონ დერ ლაიენი: უკრაინა „დიდ ნაბიჯებს“ დგამს, მაგრამ გაწევრიანებამდე კიდევ უფრო მეტი შრომა მოუწევს


უკრაინამ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად „დიდი ნაბიჯები“ გადადგა მას შემდეგ, რაც 2022 წელს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მაგრამ სრული გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და წინ მძიმე სამუშაოა, - განაცხადა ბლოკის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა 13 სექტემბერს, ყოველწლიურ გამოსვლაში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულ ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტს მიმართა. 27 წევრიანმა ბლოკმა დაიწყო დებატები იმის შესახებ, უნდა მიენიჭოს თუ არა კიევს დეკემბერში, დასავლური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე შემდეგი ეტაპი - წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყება.

მიმომხილველთა ნაწილი ამბობს, რომ ამგვარი მოლაპარაკებების დაწყება, მაშინ, როცა უკრაინა რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ იბრძვის, გეოპოლიტიკური ნაბიჯი იქნება.

ფონ დერ ლაიენმა ასევე თქვა, რომ ევროკომისია უკრაინელი ლტოლვილებს დროებითი დაცვის გაგრძელების წინადადებას შესთავაზებს.

ომს გაქცეული უკრაინელები, როგორც წესი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თავშესაფრის მიღების ხანგრძლივ პროცედურებისგან თავისუფლდებიან. ამის ნაცვლად, მათ დაუყოვნებლივ ეძლევათ სოციალური შეღავათები, სამუშაო ნებართვა და განათლებისა და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის უფლება.

XS
SM
MD
LG