ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეგნანი: დღევანდელი დღე გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

“დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ოკუპაციის 100 წლისთავზე.

საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო. საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იმ სევდიანი დღის მოსაგონრად ამერიკის საელჩოს თანამშრომლები ერთად წაიკითხავენ კოლაუ ნადირაძის ლექსს, „25 თებერვალი“.

„ლექსი 1985 წელს გამოქვეყნდა, თუმცა იგი აღწერს იმ დღის ტრაგედიას, როდესაც მოსკოვმა ქართველებს წაართვა დამოუკიდებლობა და როდესაც მათი ქვეყანა საბჭოთა კავშირს შეუერთეს. ლექსი შემზარავი სიცხადით აჩვენებს საბჭოთა პერიოდში ამაყი ქართველი ხალხისთვის კრემლის მმართველობის ქვეშ ცხოვრების სიძნელეებს“, თქვა ელჩმა დეგნანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG