შეერთებულმა შტატებმა გააუქმა გაფრთხილება ალასკის და კანადის ნაპირებზე მოსალოდნელი ცუნამის შესახებ. ალასკის სამხრეთ ნაწილი და წყნარი ოკეანის მხრიდან მოსაზღვრე კანადის სანაპიროები ოკეანეში მომხდარი 7.5 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ სტიქიური უბედურებისთვის ემზადებოდნენ.
ალასკის სამხრეთში მდებარე დაბლობებზე ევაკუაცია გამოცხადდა. მიწისძვრა დაახლოებით 100 კილომეტრით დაცილებულ წყალში 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. ჯერჯერობით მსხვერპლის ან დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.