ჩრდილოეთ ავღანეთში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თალიბანის წევრებმა კუნდუზის პროვინციაში, უსაფრთხოების საგუშაგოზე იერიში მიიტანეს. შედეგად, დაიღუპა, სულ ცოტა, 17 პოლიციელი.
კუნდუზის პროვინციის ალი აბადის ოლქის ოფიციალურმა პირმა „ამერიკის ხმას“ ანონიმურად უთხრა, რომ ღამის თავდასხმამ პოლიციის ბაზის მეთაურიც იმსხვერპლა.
თალიბანის პრეს-მდივანმა ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ ბაზის მთლიანად აღებამდე მომხდარ შეტაკებებში, მებრძოლებმა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 20 წევრი მოკლეს.
მეამბოხე ჯგუფი კუნდუზის რამდენიმე ოლქს აკონტროლებს ან მისი კონტროლისთვის იბრძვის. ეს სტრატეგიული გზაჯვარედინია, რომელიც ჩრდილოეთ ავღანეთის უმეტეს ნაწილთან და დედაქალაქ ქაბულთან ადვილ წვდომას უზრუნველყოფს.
Facebook Forum