ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტყვეების გაცვლა სამშვიდობო მოლაპარაკებას შეუწყობს ხელს - აშრაფ ღანი


აშრაფ ღანი
აშრაფ ღანი

ავღანეთის პრეზიდენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ ტყვეობიდან გაათავისუფლებს სამ მაღალი რანგის თალიბანის მეომარს. აშრაფ ღანის თქმით, დაჯგუფება მათ სანაცვლოდ, დასავლეთის ორ ტყვეს გამოუშვებს, რომელიც მათ დიდი ხანია დაკავებული ჰყავთ.

სატელევიზიო გამოსვლაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებას თალიბანთან და მას ახალი სტიმული მისცეს. აშრაფ ღანის თქმით, ტყვეთა გაცვლის შესახებ გადაწყვეტილება, მისთვის ძალიან ძნელად მისაღები იყო, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმა ავღანელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოუწია.

ამერიკელი კევინ კინგი და ავსტრალიელი ტიმოთი უიქსი პროფესორები არიან. ისინი ტერორისტებმა 2016 წელს, ქაბულში მდებარე ამერიკული უნივერსიტეტიდან გაიტაცეს.

რაც შეეხება თალიბანის მხარეს, სამეულში შედის ანას ჰაკანი. მისი უფროსი ძმა იმ ტერორისტული ქსელის ლიდერია, რომელიც მის სახელსვე ატარებს და კიდევ ორი თალიბანის მეთაური: ჰაჯი მალი-ხანი და ჰაფიზ რაშიდი. ისინი 2014 წლიდან ავღანეთის მთავრობის ტყვეობაში არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG