ე.წ. ღია წერილში, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისამართით დღეს გავრცელდა, თალიბანი დონალდ ტრამპს ავღანეთიდან მთელი ამერიკული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს. ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება ამერიკის პრეზიდენტს პასუხისმგებლობის მქონე ლიდერს უწოდებს და აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. ავღანეთში კონფლიქტის გაჭიანურების მიზნით, კონგრესმენების და გენერლების ნაწილი ტრამპზე ზეწოლას ახდენს, რადგან მათ სინამდვილეში “საკუთარი სამხედრო პრივილეგიების შენარჩუნება სურთ” - ნათქვამია წერილში.
ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციაში 8,400-კაციანი სამხედრო პერსონალი იმყოფება. მათი მისია კონტრტერორისტული ქმედების გარდა, ადგილობრივი ძალების წვრთნით, და რჩევებით დახმარებით განისაზღვრება.
Facebook Forum