ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთი: აშშ დასკვნა ჩვენი თავდაცვის შესახებ არასწორია


ავღანეთი
ავღანეთი

ავღანეთის მთავრობამ ხუთშაბათს ამერიკის გენერალური ინსპექტორის დასკვნა გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც ავღანეთის ჯარები თალიბანის მეამბოხეებთან ბრძოლაში ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავენ და ვერ ახერხებენ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას.

„ეს მუდმივი მოცემულობა არ არის“ - - განუცხადა მოჰამად რადმანეშმა, ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, „ამერიკის ხმას“. - „ჩვენ მტრისგან ბევრი ტეროტორია დავიბრუნეთ“.

11 იანვარს, ამერიკის ავღანეთის რეკონსტრუქციის სპეციალურმა გენერალურმა ინსპექტორმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, თუკი ქაბული 2015 წელს ქვეყნის 72 პროცენტს აკონტროლებდა, დღეს კონტროლირებული ტერიტორიის მოცულობა 63.4 პროცენტზეა ჩამოსული.

ავღანეთის მთავრობის თქმით, ანგარიშში არ არის აღნიშნული ის, რომ მათ უკან დაიბრუნეს ტერიტორია ტერორისტული ჯგუფის მიერ მისი დაკავების შემდეგ. მათი განცხადებით, ისინი ქვეყნის თითქმის 2/3-ს აკონტროლებენ. ხოლო თალიბანი დაახლოებით 33 დასახლებაზე ავრცელებს საკუთარ კონტროლს.

XS
SM
MD
LG