ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებში ათეულობით ადამიანი დაიღუპა


რამდენიმე დღეა მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ღაზნის პროვინციის სხვადასხვა უბნებზე. თალიბანის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, დაღუპულია ათეულობით უსაფრთხოების ძალებში მომსახურე პერსონალი. დაღუპულთა შორის ადგილობრივი პოლიციის შერიფიც არის.

ღაზნის პროვინციის სათათბიროს ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, თალიბანმა გუშინ ღამით, ორი უბნის დაკავება შეძლო და ტერიტორიაზე კონტროლი მოიპოვა. თალიბანის რიგებშიც ათეულობით მსხვერპლია.

არიფ ნური, ღაზნის გუბერნატორის პრესსპიკერი ორ უბანზე თალიბანის გამარჯვებას უარყოფს. მისი თქმით, მცირე უკანდახევის მიუხედავად, პროვინციაში ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება.

პარალელურად, დღეს შუადღეზე, აფეთქება მოხდა ყანდაარის პროვინციაში. სულ ცოტა, 6 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG