ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში, მასშტაბური აფეთქების შედეგად დაიღუპა 17


ძლიერი ბომბი აფეთქდა ავღანეთის ხოსტის პროვინციაში მდებარე მეჩეთში. დაიღუპა 17 და დაშავდა 33 ადამიანი.

თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ვინაობადაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა შვიდი, უმეტესწილად ინდოელი ინჟინერი გაიტაცა. ხოსტის პროვინცია პაკისტანს ესაზღვრება. მსხვერპლის რაოდენობა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში დაადასტურა პროვინციის პოლიციის განყოფილების უფროსმა, და მანვე არ გამორიცხა, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია საკუთარ თავზე. თალიბანმა უარყო ამ ინციდენტში ჩართულობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG