ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანი ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად კოჰისტანში შეიჭრა


ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტის ორმხრივი შეთანხმება დაირღვა. ქვეყნის ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ თალიბანის მეომრები შეღამების წინ, თავს დაესხნენ ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ფარიაბის პროვინციის ოლქ კოჰისტანს.

თალიბებმა სულ ცოტა, 12 ჯარისკაცი მოკლეს და 13 დაჭრეს. თავდასხმის შემდეგ, შეიარაღებული დაჯგუფება აღნიშნულ ტერიტორიას აკონტროლებს. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ კოჰისტანის დათმობის გადაწყვეტილება მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან არიდებით იყო განპირობებული.

თალიბანის პრესსპიკერი მომხდარს ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს აბრალებს. მისი განცხადებით, ორშაბათს ამერიკელებმა ღაზნიში მდებარე მათი რადიოსადგური "შარიათის ხმა" დაბომბეს. პენტაგონს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG